წიგნი ეძღვნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას, როგორიცაა წუნდებული პროდუქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მასში წარმოჩენილია ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ტენდენციები და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის გზები. შედარებით სამართლებრივი კვლევა ძირითადად ემყარება გერმანულ სამართალთან და ევროკავშირის დირექტივებთან ქართული სამართლის მიმართებას. შესწავლილია ქართული და ევროპული სასამართლო პრაქტიკა.