,,ძნელად თუ მოიპოვება სხვა მაგალითი, როდესაც ერთ სტუდენტურ ჟურნალს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე ისეთი დიდი გავლენა მოეხდინოს, როგორიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივს”, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატორთა თაობის ფაქტობრივად თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი მოღვაწის პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მომზადებული „პირველი სხივის” საძიებელში ავტორთა გვარები, ტრადიციულად, დალაგებულია ანბანის მიხედვით. ავტორთა შორის მოქცეულია უცხოენოვანი მწერლებიც, რომელთა ნაწარმოებების თარგმანები დაისტამბა ალმანახში. ამასთან, მთარგმნელთა სახელებიც ასევე ცალკეა გამოტანილი და ეს ყველაფერი ერთ საძიებო რიგშია მოქცეული, რათა მკვლევარს გაუადვილდეს როგორც მთარგმნელის, ასევე თარგმნილი ნაწარმოების ავტორის მოძიება" – ზურაბ გაიპარაშვილი.