ნაშრომში განხილულია საქართველოს რეალობაში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, საფინანსო სისტემის სტრუქტურასა და განვითარების დონეებს შორის არსებულ განსხვავებათა განმაპირობებელი მიზეზები. გაანალიზებულია თანამედროვე გლობალური ფინანსური კრიზისის მიზეზები, შედეგები და გამოწვევები.