ნაშრომში ასახულია დიდი მცხეთის ტერიტორიაზე 1982 წელს და მომდევნო საველე სეზონებში ჩატარებული გათხრებისა და კვლევა-ძიების უმთავრესი შედეგები. ქვეყნდება სამთავროს ველზე უკანასკნელ წლებში აღმოჩენილი გვიანანტიკური და ადრე შუასაუკუნეების სამარხეული ინვენტარისა და აგრეთვე ქ. მცხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნამოსახლარებისა და სამარხების სრული აღწერილობა.