წინამდებარე წიგნში განხილულია „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ძირითადი მოტივი და მათი ლიტერატურული ისტორია. „ვეფხისტყაოსნის“, ქართული სახოტბო პოეზიისა და ისტორიული მწერლობის მონაცემთა საფუძველზე ავტორი ცდილობს გაარკვიოს როგორი იყო მიჯნურობასთან და ქალის რაინდულ კულტთან დაკავშირებული ზნე-ჩვეულებანი, რომელიც გავრცელებული ყოფილა რუსთაველის თანამედროვე ქართველ საზოგადოებაში და მისი პოემის სასიყვარულო მოტივს საფუძვლად დაედო. ნაჩვენებია მსგავსება კლასიკური ხანის ქართულ სამიჯნურო პოეზიასა და დასავლეთ ევროპის სარაინდო ანუ ტრუბადურულ პოეზიას შორის.