წიგნი ეხება სმენადარღვეულთა შორის დაქტილური და ჟესტური მეტყველების საკითხებს. მკითხველი ეცნობა: დაქტილური ანბანის შექმნის ისტორიას სხვადასხვა ქვეყნებში; ჟესტური მეტყველების სტრუქტურას და ყრუთა საზოგადოებაში მისი გამოყენების საკითხებს; საჭიროა თუ არა სმენადარღვეულებთან მუშაობაში ზეპირ და წერით მეტყველებასთან მისი გამოყენება.