წინამდებარე ნაშრომში შესწავლილია მახლობელ აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში გავრცელებული ადრესამიწათმოქმედო კულტურებისათვის დამახასიათებელი მენტალური ველი, აქ მოქმედი დაკრძალვის წესები, რიტუალები, ორნამენტული სახეები და ტრადიციები, რომლებშიც არქაული ადამიანის მსოფლაღქმა იყო გამოვლენილი. ამ კულტურათა ტრადიციული ხასიათი განსაზღვრავდა ადამიანის მენტალიტეტს, კოლექტიური მეხსიერების აღმოცენებასა და ხანგრძლივი ისტორიული პერიოდების მანძილზე მის შენარჩუნებას.