„კრწანისის ბრძოლა“ უამრავ საინტერესო დეტალს შეიცავს: აქ არის მასალები ბრძოლის სტრატეგიისა და მიმდინარეობის შესახებ (მხედველობაში გვაქვს 9, 10 და 11 სექტემბრის ბრძოლები, ქართველთა სარდლობის მიერ თბილისის დასაცავად შემუშავებული რამდენიმე გეგმის განხილვა და ა. შ.), ავტორი ახდენს ბრძოლის კონკრეტული ადგილების ლოკალიზებას და აქვე გვთავაზობს მათ შესატყვის თანამედროვე ტოპონიმებს; მოგვითხრობს უბრალო ადამიანთა, რიგით მეომართა გმირობაზე და აზუსტებს ზოგიერთი მათგანის ვინაობასაც, რასაც ესოდენ იშვიათად შეხვდებით როგორც ძველი პერიოდის, ისე თანამედროვე ავტორთა ნაშრომებში;