წიგნში განხილულია საბანკო საქმიანობის ძირითადი საკითხები ბაზრის პირობებში. მასში გადმოცემულია ბანკების წარმოშობისა და საქმიანობის ეკონომიკური საფუძვლები. პირველადაა კომპლექსურად შესწავლილი კომერციული ბანკების შექმნის, ლიცენზირების, რეორგანიზაციის, სანაციის და ლიკვიდაციის პრობლემატური საკითხები საქართველოში; აგრეთვე საბანკო ბაზრის განვითარების კანონზომიერებები; ცენტრალური და კომერციული ბანკების ფუნქციონირების, მათი საქმიანობის სამართლებრივი ბაზის განვითარების საკითხები; შესწავლილია კომერციული ბანკის რესურსები და მათი კაპიტალური ბაზა, ოპერაციები (გარიგებები) და საიმედოობა; გაანალიზებულია შემოსავლები, ხარჯები და მოგება; განსაზღვრულია ბანკების ლიკვიდურობა და გადახდისუნარიანობა; განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი საბანკო მენეჯმენტს, მის შეფასებასა და ხარისხს; საბანკო მარკეტინგის არსსა და ტექნოლოგიას; საბანკო საქმიანობის რეგულირებას; ახლებურადაა განხილული ბუღალტრული სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია ბანკებში.