წიგნში წარმოდგენილი მასალა ნაწილია ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდრის მთლიანი კორპუსისა. ეს მასალა ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ძველი მსოფლმხედველობის კვლევას, დღესასწაულთა წარმოშობისა და ფორმირების შესწავლას, მდიდარი ხალხური ტრადიციების გამოვლენას, რასაც მეცნიერულ ღირებულებასთან ერთად, ფართო პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს.