წიგნი შეიცავს თომა აქვინელის (XIII ს.) ფილოსოფიის ძირითად დებულებათა დალაგებას და კრიტიკას დიალექტიკური მატერიალიზმის თვალსაზრისით. საკუთრივ თომას შეხედულებებთან ერთად გაკრიტიკებულია აგრეთვე თანამედროვე თომიზმის (ნეოსქოლასტიკის) რიგი შეხედულებებიც იმავე საკითხებზე. ყურადღება გამახვილებულია პრობლემებზე: 1. საგნის ონტოლოგიური სტრუქტურა, 2. არსისა და არსების მიმართება, 3. ღვთის არსებობის „საბუთები“, 4, შემეცნების თეორია, 5. ეთიკა, 6. თომიზმის ისტორიული ფესვები (თომიზმის მიმართება არისტოტელესთან, ფსევდო-დიონისე არეოპაგელთან).