წიგნში მოცემულია თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ნეოპოზიტივიზმის ერთ-ერთი ლიდერის ჰანს რაიხენბახის (18691 – 1953) ფილოსოფიის კრიტიკული ანალიზი. წიგნში ნაჩვენებია რაიხენბახის ფილოსოფიური ევოლუცია და განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი მისი მეცნიერების ფილოსოფიის კრიტიკულ განხილვას. კერძოდ, გარჩეულია ის ფილოსოფიური დასკვნები, რომლებიც რაიხენბახმა გააკეთა აინშტაინის რელატივობის თეორიისა და კვანტური მექანიკის საფუძველზე.