მონოგრაფიაში გამოკვლეულია კავკასიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები, გაანალიზებულია ძირითადი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფუნქციები გლობალიზაციის პირობებში. მოცემულია კავკასიის ეკონომიკური სივრცის ძირითადი პარამეტრების შედარებითი შეფასება, გამოკვეთილია რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების თავისებურებანი, მათი კავშირი ერთმანეთთან და საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაერთიანებებთან.