,,თქვენს წინაშეა კვლევა, რომელიც 2009-2011 წლებში ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. მიზეზი, რამაც გადაგვაწყვეტინა ამ კვლევის გაკეთება, სამეცნიეროა და, ამავე დროს, ბანალური: შეუძლებელია გქონდეს მეტ ნაკლებად რელევანტური წარმოდგენა რომელიმე საზოგადოებაზე, მისი წევრების სექსუალური ქცევის ცოდნის გარეშე. სექსუალური ქცევის ცვლილება ადამიანის წარმოშობის მნიშვნელოვანი ფაქტორია და, ასევე, მნიშვნელოვანია ყოველი კონკრეტული საზოგადოების წევრების წარმოდგენების, რწმენებისა და მოქმედების ფორმირებისათვის და მათი გაგებისათვის" – გიგი თევზაძე.