წიგნში თავმოყრილია ქართული ხალხური პოეზიის რჩეული ნიმუშები. მკითხველი გაეცნობა უძველეს მითოლოგიურ ლექსებსა და საფერხისო სიმღერებს, სხვადასხვა შინაარსის ბალადებს და XIX-XX საუკუნეებში ჩაწერილ ლირიკულ ლექსებს. ეს ნაწარმოებები ბუნებრივად იქცა იმ ნიადაგად, რომელზედაც აღმოცენდა ქართული ლიტერატურული პოეტური აზროვნება.