წინამდებარე ნარკვევი ეძღვნება სამხედრო საქმის ისტორიას საქართველოში ორმოც საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე. ამ საკითხის შესწავლა მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ეთნოკულტურული ისტორიის თვალსაზრისითაც. ნაშრომში კომპლექსურად არის წარმოდგენილი ძველი და ფეოდალური პერიოდების სამხედრო ძალების ორგანიზაცია, სტრუქტურა, სოციალური შემადგენლობა, შეიარაღების სისტემები, ომისა და ბრძოლის ფორმები და სხვ.