ნაშრომი წარმოადგენს კოლხეთის ადრერკინის ხანის ურეკისა და ნიგვზიანის სამაროვნებზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის პუბლიკაციას. სამეცნიერო მიმოქცევაში შემოდის ახალი მასალა, რომელიც შუქს ჰფენს კოლხეთის ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიც არის მეურნეობის წამყვანი დარგები, კოლხეთის მოსახლეობის სოციალური სტრატიფიკაცია, რელიგია, ხელოვნება და დემოგრაფიული ვითარება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.