,,2009 წლის გაზაფხულზე საზოგადოების კვლევის ცენტრმა ჟან ჟორესის ფონდის დახმარებით მოაწყო რამდენიმე სემინარი საერთო სათაურით "პოლიტიკური სისტემა – რისკენ ვისწრაფოთ? შესაძლოა თუ არა მივაღწიოთ ეფექტურ დემოკრატიას ინსტიტუციონალური გარემოს განახლების გზით?". ამ სემინარებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა და პოლიტიკოსებმა. მათ განიხილეს პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის მიმართულებები ფართო სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით. მოცემული კრებული ასახავს სემინარების მონაწილეთა ნააზრევს როგორც თავად სისტემის, ასევე იმ კონტექსტის შესახებ, რომელშიაც ის მოქმედებს, და რომელთანაც ის უშუალოდ თუ გაშუალედებულად კავშირში იმყოფება".