წინამდებარე ნაშრომის მიზანს არქაული საქართველოს სამყაროს სურათის აღდგენა და მისი შესწავლა შეადგენს. სამყაროს სურათში გადმოცემულია საზოგადოების კოსმოგონიური კონცეფცია, ასახულია დამოკიდებულება ისეთ პრობლემებთან, როგორიც არის დრო, სივრცე, მიზეზი, შედეგი, სიკვდილი, სიცოცხლე. მათი ერთობლიობა ქმნის კოორდინატთა იმ ბადეს, რომლის საშუალებით გაიზრდება სინამდვილე და იქმნება მისი შესატყვისი ხატი.