,,წიგნში განხილულია ქართული ხალხური პროზის ენისა და სტილის რამდენიმე საკვანძო საკითხი. ხალხური პროზის სპეციფიკა ნაჩვენებია ლიტერატურული პროზის მონაცემებთან შეპირისპირებით. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ხალხური პროზის ენის მხატვრულ-ესთეტიკურ ნიშან-თვისებათა გამოვლენას, ტროპის სახეთა, დიალოგისა და მისი ელემენტების თავისებურებათა ჩვენებას, მდიდარი მასალის საფუძველზე გაშუქებულია ჰიპოტაქსისა და რთული სინტაქსური კონსტრუქციების გენეზისის პრობლემა ხალხურ მეტყველებაში, მიმატება, მიმართვა, საკუთარ სახელთა სისტემა საერთოდ ხალხურ პროზაში".