სახელმძღვანელოში განხილულია არაერთგვაროვანი მიდგომები ტურისტული დესტინაციის დეფინიციებისადმი, მისი ძირითადი ელემენტები, დესტინაცია როგორც კლასტერი, ტურისტული ბაზრის გეოგრაფიული სეგმენტაცია, ტურისტული დესტინაციის ტიპები, მათი კლასიფიკაციის საკითხები, დესტინაციის პოტენციალის შეფასების ხერხები, დესტინაციის ტურისტული პროდუქტის თავისებურებანი და კონკურენტუნარიანობა.