წიგნში „წმინდა წყვდიადი“ ავტორი მოგვითხრობს პატიმრობის იმ პერიოდზე, რომელიც მან 1984-1987 წლებში მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა.
შემდგომში ავტორმა აღნიშნა:
„ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.“
წიგნი საინტერესოა იმითაც, რომ მთავარი მისი მთავარი პერსონაჟები არაორდინალური პიროვნებები არიან, გამორჩეული უჩვეულო დისიდენტური ცხოვრებითა და ბიოგრაფიით.