ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია

გამოცემის წელი2019
გამომცემლობა

ეს წიგნი ეფუძნება ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 2016-2017 წლებში წაკითხული ლექციების კურსს - „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია“. თავდაპირველად ის აუდიოჩანაწერის სახით გავრცელდა, ხოლო შემდეგ გაიშიფრა და ქაღალდზე იქნა დატანილი. ამის შემდეგ კი გაშიფრული ვერსიის საფუძვლიანი რედაქცია განხორციელდა. 

ზემოთ ნახსენები ლექციების კურსში მთავარ ყურადღებას ვაქცევდი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის თავისებურებებისა და სპეციფიკის გამოკვეთას. ამ მიზნით შუა: საუკუნეების ფილოსოფიის ზოგად კონტექსტში მისი კომპარატივისტული ანალიზი და ინტერპრეტაცია განვახორციელე. ვფიქრობ, რომ ჩემს მცდელობას ამაოდ არ ჩაუვლია, რადგან ამ წიგნის შედეგად შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის მთლიანი სურათის უცნობი წახნაგები წარმოჩნდა და გამოიკვეთა. 

ეს წიგნი არ არის შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიის ისტორია (ასეთი სახის არაერთი ნაშრომი არსებობს ქართულ ენაზე და ქვემოთ მათი კრიტიკული შეფასებაცაა მოცემული!). ეს ნაშრომი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიური მემკვიდრეობის ადგილის განსაზღვრის მიზნით შექმნილ სისტემურ მონახაზს. ამდენად, ფილოსოფიის ისტორიული მასალა ამ წიგნში იმ ხარისხით არის მოხმობილი, რამდენადაც ეს მასში დასახული ძირითადი კვლევითი მიზნის შესასრულებლად იყო საჭირო. 

დაბოლოს, მადლობას ვუხდი ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრს, ბესიკ მაშავას, რომელმაც ზემოთ ნახსენები აუდიოჩანაწერი გაშიფრა და ქაღალდზე დაიტანა. მადლობელი ვარ ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის, ნიკოლოზ კოპალეიშვილისა, რომელმაც გაშიფრული ვერსიის პირველადი რედაქცია განახორციელა. სწორედ მათი მოწადინების შედეგიცაა, რომ ამ წიგნმა დღის სინათლე იხილა. 

თენგიზ ირემაძე
15 აგვისტო, 2019 წელი