,,თემის მონოგრაფიული შესწავლით შევეცადეთ დაგვედგინა ქართული სიმბოლიზმის სპეციფიკა, მისი ეროვნული თავისებურებანი. საკითხის კვლევისას ვხელმძღვანელობდით მარქსისტულ-ლენინური მოძღვრებით კულტურასა და ხელოვნებაზე, რომელიც გვაიარაღებს ისეთი საკითხების გაგებით, როგორიცაა კულტურის სოციალური განპირობებულობა, ხელოვნების არსი და მისი როლი საზოგადოების ცხოვრებაში, ხელოვნების პარტიულობა და ხალხურობა, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და მრავალი სხვა".