ნაშრომში გადმოცემულია პირველი ოფიციალური ოსმალო “ისტორიოგრაფის მუსტაფა ნაიმას „ისტორიაში“ საქართველოსა და კავკასიის შესახებ დაცული საყურადღებო ცნობების ქართული თარგმანი სათანადო მეცნიერული კომენტარებითა და შენიშვნებით. მ. ნაიმას „ისტორიაში“ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს XVII საუკუნის პირველი ნახევრის ირან-ოსმალეთის ომების აღწერას, ამ ომებში ამიერკავკასიის ხალხთა მონაწილეობას, ომების შედეგების გადმოცემას და სხვა.