,,ნაშრომი ეძღვნება ძველი ქართული ვალდებულებითი სამართლის ხუთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს. აქ, პირველად ქართულ ისტორიულ-სამართლებრივ მეცნიერებაში, მონოგრაფიულად განიხილება ნაჩუქრობა, ქონებრივი ქირავნობა, პირადი ქირავნობა და ქონებით უსასყიდლო სარგებლობა (ნათხოვრობა). გამოკვლევები დაწერილია ქართულ საკანონმდებლო ძეგლთა მონაცემების, იურიდიული პრაქტიკისა თუ სხვაგვარი საბუთების, აგრეთვე ნარატიულ წყაროთა ცნობებისა და ისტორიულ-შედარებითი მასალების საფუძველზე".