ნაშრომში ავტორის მიერ ველზე შეკრებილი და საარქივო-ეთნოგრაფიული მასალების, სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემების საფუძველზე განხილულია მიცვალებულის დაკრძალვასა და გლოვასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებისა და რწმენა-წარმოდგენების მთელი კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ხევსურეთი, ფშავი, თუშეთი).
ნაშრომი მიზნად ისახავს მიცვალებულის კულტისათვის დამახასიათებელი ლოკალური თავისებურების წარმოჩენას ამ რეგიონებში) მისი როლის ჩვენებას ამ სამი კუთხის მცხოვრებთა ყოფაში) აგრეთვე, იმ ძველი რწმენა-წარმოდგენების გამოვლენას, რომლებსაც განაპირობეს ამა თუ იმ წეს-ჩვეულების წარმოშობა.