წინამდებარე წიგნი დიდი გერმანელი ფილოსოფოსის – არტურ შოპენჰაუერის ე.წ. მცირე თხზულებათა კრებულია, მისი მთარგმნელის – ზურაბ ხასაიას კომენტარებითურთ. ზურაბ ხასაიამ 2012 წელს გამოსცა შოპენჰაუერის რამდენიმე თხზულების კრებული, რომლის სათაურად გამოტანილი იყო წიგნში მოთავსებული ერთერთი თხზულების სათაური – „ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები". იმ კრებულში შოპენჰაუერის ხსენებული სახელგანთქმული ქმნილების მხოლოდ ნახევარი იყო წარმოდგენილი. ამ წიგნში კი ეს თხზულება სრულადაა თარგმნილი და, შესაბამისად, დამატებულია სათანადო კომენტარები. აგრეთვე დამატებულია შოჰენჰაუერის ორი სხვა თხზულება მთარგმნელის კომენტარებითურთ.