წიგნის მეორე ნაწილი ეძღვნება ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების ცივილიზაციებს. მათი მნიშვნელობა მსოფლიო კულტურის ისტორიაში განუზომლად დიდია. მათ ჩაუყარეს საფუძველი თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების კულტურას. აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების დამაკავშირებელ რგოლად წარმოგვიდგება ებრაული კულტურა, რომლის მიმოხილვითაც იწყება აღნიშნული ნაშრომი.