წიგნში განხილულია ქართული ჰერალდიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რომელთა ბლაზონირება და შექმნის მოტივის გააზრება საშუალებას იძლევა, გაკეთდეს დასკვნა, რომ ევროპიდან გერბის, როგორც კულტურული ფენომენის, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა და დამკვიდრება ქრისტიანულ რელიგიასთან, საქართველოს ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენებთან, ევროპული სამყაროსკენ სწრაფვასთან, დაშლილი სახელმწიფოს აღორძინების მცდელობასთან, კულტურულ აღმავლობასა და იმ მსოფლმხედველობრივ პლასტებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ზემოჩამოთვლილ პროცესებს განაპირობებს და ახლავს.