წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს მოკლე ნარკვევების კრებულს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მეცნიერთა შესახებ, რომლებიც ომის დაწყებამდე ეწეოდნენ მეცნიერულ მოღვაწეობას ან ომიდან დაბრუნების შემდეგ ჩადგნენ მეცნიერების სამსახურში. ფაშისტური გერმანიისა და იმპერიალისტური იაპონიის წინააღმდეგ იარაღით ხელში ბრძოლასთან ერთად მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს სამამულო მეცნიერების განვითარებაში.