ნაშრომი ეძღვნება ძვ. წ. ა. VII-VI საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ბერძენი პოეტი ქალის საფოს შემოქმედების კვლევას. მასში გაშუქებულია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც არქაული ხანის ბერძნული პოეზიის, კერძოდ, საფოს პოეტური სამყაროს უკეთ გაგების შესაძლებლობას იძლევიან.