წარმოდგენილ მონოგრაფიაში ისტორიულ-შედარებით თვალსაზრისითაა გაანალიზებული ქართველური ენების სიბილანტთა სახეცვლილებანი: ხშულებთან შერწყმა, სპირანტთა აფრიკატიზაცია, სუბსტიტუცია, აფრიკატთა დეზაფრიკატიზაცია (სპირანტიზაცია). ნაშრომში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული აღნიშნული ენების მოპოვებული სათანადო მასალა, ქართველოლოგთა შეხედულებანი მათ ცვლილებებზე და ისტორიულ-შედარებითი ძიების საფუძველზე მოცემულია განსახილველი ძირითადი საკითხების ახლებური გადაწყვეტის ცდა.