წარმოდგენილი ნაშრომი განიხილავს ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგიის საკითხებს. მოცემულია ქართული ჟესტური ზმნის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ანალიზი. განხილულია შემდეგი თემები: ჟესტურ ენათა მორფოლოგია – ზოგადი ნაწილი; ქართული ჟესტური ენის ზმნის ზოგადი დახასიათება; ზმნური აქტანტები, ზმნის პირთა კომბინაციის საკითხი; ვერსიისა და კაუზაციის კატეგორიები ქართულ ჟესტურ ენაში; დრო, კილო და ასპექტი; მოდალობა და ზმნური უარყოფა ქართულ ჟესტურ ენაში.