წიგნში მხატვრულადაა გაცოცხლებული ჭადრაკის სამყაროში ზეპირად თუ წერილობით მოარული ლეგენდები. ბევრი ამბავი სულაც ახალი ლეგენდაა, რომელიც თავის თავგადასავალს იმსახურებს, რადგან სრულებით შესაძლებელია მომხდარიყო კიდეც. მიზანი, უპირველესად თამაშის მოყვარულთა და არამოყვარულთა შორის ჭადრაკის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაა. მკითხველის წინაშე ორ ნაწილიანი ტექსტია: პირველი ჭადრაკის ისტორიაში არსებულ ლეგენდებს და მოთამაშეებს ეთმობა, მეორე ნაწილში ყველაზე გავრცელებული საჭადრაკო ხაფანგებია, რაც განსაკუთრებულ ინტერესს მოზარდებში და არაპროფესიონალ მოთამაშეებში აღძრავს, ის მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და სახალისო გასართობია. წიგნი განკუთვნილია ყველა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის.