ნაშრომში წარმოდგენილია სესხების პროცესთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, კერძოდ კი, უცხო წარმომავლობის თვისების აღმნიშვნელ ტერმინთა მორფოლოგიური ადაპტაცია ქართულ ენაში და მათი გაფორმების შესაძლებლობანი.
სასესხებელი სიტყვის სემანტიკისა და მორფოლოგიური აგებულების გათვალისწინებით ნაშრომში გაანალიზებულია უცხო წარმომავლობის ზედსართავ სახელთა და მიმღეობათა მორფოლოგიური სტრუქტურა, გამოვლენილია მეტ-ნაკლებად მყარი მოდელები, წარმოჩენილია ის სიჭრელე, რომელიც თავს იჩენს ტერმინოლოგიურ სიტყვაწარმოებაში.