ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

რა განაპირობებს სკოლის ეფექტურობას

წიგნში, რა განაპირობებს სკოლის ეფექტურობას მოცემულია : კვლევის შედეგების გამოყენება პრაქტიკაში, საუბარია, რომ ახლა თორმეტწლიანი საშუალო განათლების სისტემის განვითარებისთვის საუკეთესო პერიოდია, თუკი განათლების მესვეურები საკმარის ძალისხმევას გაიღებენ რეფორმების გატარებისათვის. მარზანოს მთავარი არგუმენტი ისაა, რომ თუ გათვალისწინებული იქნება ოცდათხუთმეტწლიანი კვლევების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები, საშუალო განათლების სისტემა უპრეცედენტო ეფექტურობის ეპოქაში შევა, რაც, პირველ რიგში, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მკვეთრ გაუმჯობესებაში აისახება.

თავისი არგუმენტის დასამტკიცებლად, მარზანოს სამ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე ჩატარებული კვლევებიდან მოჰყავს მაგალითები. მისი მტკიცებით, აღნიშნული კვლევები მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა სასკოლო განათლების შესახებ. კვლევების შედეგად, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც სკოლების არა მხოლოდ გამართული, არამედ სამაგალითო მუშაობის გარანტი იქნება. თუმცა ამ ცვლილებების დანერგვა, პირველ რიგში, არსებული პრაქტიკის შეცვლის ინტერესსა და რეფორმისთვის მზადებას მოითხოვს.