"ცხოვრება სიზმარია" - არა მხოლოდ კალდერონის შემოქმედების, არამედ მთელი ბაროკოს ხელოვნების მწვერვალად ითვლება! დრამაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი სამყარო – ბუნება, რომლის სიმბოლო კლდეზე აღმართული საპყრობილეა და ცივილიზებული საზოგადოება, რომელიც სასახლით არის წარმოდგენილი.