წინამდებარე პუბლიკაციაში განხილულია XIII საუკუნის დამდეგის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხები. ნაშრომი ძირითადად ეძღვნება თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის დადგენასა და ამ საკითხის ირგვლივ არსებულ პრობლემებს. ნაშრომი განკუთვნილია სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.