წინამდებარე წიგნი შედგება მეცნიერულ-მხატვრული ნარკვევებისაგან, სადაც მოცემულია ეპიზოდები და პორტრეტები ჩვენი სამშობლოს ისტორიიდან. ნარკვევები ეყრდნობა უცხოურ წყაროებში დაცულ მასალას, რომელიც ავსებს და ამდიდრებს ჩვენს მატიანეებში შემონახულ ამა თუ იმ ცნობას. გამოყენებულია როგორც აღმოსავლური, ისე ევროპული წყაროები. წიგნი მოგვითხრობს ჩვენი სამშობლოს ისტორიასთან დაკავშირებულ მოვლენებს მაშრიყით მაღრიბამდე, ანუ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. წიგნში ასახულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ზოგიერთი მომენტი და რუსეთის აქტიური მხარდაჭერა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში. ხაზგასმულია რუსეთთან საქართველოს შეერთების პროგრესული მნიშვნელობა.