ბიპოლარული სამყაროს რღვევის შემდგომ კულტურის პრობლემების კვლევამ მთელ მსოფლიოში ინტენსიური ხასიათი მიიღო. მიიჩნევენ, რომ საზოგადოების სოციოლოგიური და პოლიტოლოგიური კვლევის ვექტორი კულტუროლოგიური ანალიზისაკენ გადაიხარა. სწორედ ამიტომ, წინამდებარე ნაშრომი, როგორც კულტურის შესახებ ფუნდამენტური გამოკვლევა, დიდ დახმარებას გაუწევს კულტურის პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველს.