ავთანდილ ნიკოლეიშვილის წინამდებარე წიგნი ლოგიკური გაგრძელებაა მისი ავტორობით წინა წლებში გამოცემული «მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევების” ოთხტომეულისა (პირველი ტომი გამოვიდა 1994 წელს, მეორე – 1997 წელს, მესამე – 2000 წელს, მეოთხე – 2003 წელს), აღნიშნულ გამოცემაში დაბეჭდილ მონოგრაფიებსა და ლიტერატურულ ნარკვევებში ახლებური თვალთახედვით იყო გაანალიზებული მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის პრობლემური საკითხები და ამ პერიოდში მოღვაწე მხატვრული სიტყვის ცნობილი ოსტატების შემოქმედება. "ნარკვევების” ახალ წიგნში განსხვავებული პოზიციებიდანაა დანახული და შეფასებული გალაკტიონ ტაბიძის, გრიგოლ აბაშიძის, ლადო ასათიანის, მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის, შოთა ნიშნიანიძისა და მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება.