დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის შრომების V ტომში შესული ნაკვეთები 1904-1915 წლებში იბეჭდებოდა რუსულენოვან სამეცნიერო კრებულებში. სიძველეთმცოდნეობითი მასალები ძირითადად აღწერილობითი ხასიათისაა და საქართველოს არაერთ ისტორიულ რეგიონს მოიცავს: სამცხე, თრიალეთი, ქვემო ქართლი, გურია, კახეთი, იმერეთი და სხვა.