ნაშრომი გვაცნობს ვაჟა-ფშაველას ღვაწლს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ მთიელთა ყოფა-ცხოვრების შესწავლის სფეროში. დასახული მიზნით განხორციელებულია როგორც ვაჟა-ფშაველას ეთნოგრაფიული ნარკვევებისა და პუბლიცისტური წერილების, ისე მხატვრული შედევრების მონაცემების ანალიზი.