სარგის ცაიშვილის წიგნი „ლიტერატურული წერილები“ ორი განყოფილებისაგან შედგება. პირველი განყოფილება გაერთიანებულია საერთო სათაურით „რუსთველოლოგიური საკითხები“ და მთლიანად ეხება რუსთაველსა და მის პოემას. მეორე განყოფილებაში შედის ცალკეული წერილები როგორც ძველი, ისე ახალი ქართული ლიტერატურის საკითხებზე.