არ აქვს მნიშვნელობა, მეწარმე ხარ, რომელიც ბიზნესს ახლა იწყებს, თუ აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თვალთახედვის გაფართოება სურს, თუ მომხმარებელი, რომელსაც ბიზნესის მამოძრავებელი მოტივები აინტერესებს, ამ წიგნში შთაგონებისთვის ბევრ რამეს იპოვი.გასაგები ენით დაწერილი წიგნი ბიზნესის შესახებ ნაბიჯ-ნაბიჯ, დიაგრამებით, რომლებიც თეორიებს აგიხსნით, და მახვილგონივრული ილუსტრაციებით, რომლებიც გლობალურ ბაზარზე ჩვენს წარმოდგენებს შეცვლის, გენიალურ ბიზნეს მოაზროვნეთა შეხედულებებსა და საქმიანობას გაგაცნობთ. როგორ შეგიძლია წარმატებული ბრენდის შექმნა? რა ახასიათებს დიად ბიზნესლიდერს? რატომ განიცდის ზოგიერთი კომპანია მარცხს მაშინ, როდესაც სხვა წარმატებას აღწევს? კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ბიზნესგურუებმა ბიზნესისა და კომერციის სამყაროს ჩამომყალიბებელი და გამაუმჯობესებელი იდეები და გადაწყვეტილებები შემოგვთავაზეს.