წიგნში ფაქტობრივი მასალის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე განხილულია ძველი ქართული ზმნის ყველა მნიშვნელოვანი კატეგორია, გამოვლენილია უღლების ძირითადი კანონზომიერებანი. ახლებურადაა დასმული და გადაწყვეტილი ზმნის ფორმათა წარმოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა; წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი ტაბულა და პარადიგმა ზმნურ ფორმათა წარმოების ყველა ტიპის უკეთ შესასწავლად.