მონოგრაფიაში შესწავლილია საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და განვითარების მეთოდოლოგიური და მეთოდური საკითხები, ახლებურადაა გააზრებული გადასახადის არსი. გადასახადები წარმოდგენილია როგორც ქვეყნის ეკონომიკური (და სახელმწიფო) უსაფრთხოების ფაქტორი. სხვადასხვა კრიტერიუმების საფუძველზე შეფასებულია საქართველოს საგადასახადო სისტემის თანამედროვე მდგომარეობა, გამოვლენილია დაბეგვრის წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემები და შემოთავაზებულია წინადადებები მათი დაძლევის მიმართულებით.