ნაშრომში მკვლევარი ცდილობს ორიგინალური თვალთახედვით გაიაზროს ბალადები „ვეფხვი და მოყმე“ და „შემომეყარა ყივჩაღი“. მისი ანალიზი ჩვეულებისამებრ ღრმა და სანდოა და ჩვენს თვალწინ იკვეთება ქართული ზეპირსიტყვიერების ამ ორი მნიშვნელოვანი ძეგლის არსებითი შრეები და ნიუანსები, მარჯვედაა მოშველიებული არაერთი ფოლკლორული თუ ლიტერატურული პარალელი.