,,როსტომ ჩხეიძეს, ცხადია, შეეძლო, წერილებისთვის სხვა სათაურები შეერჩია და ადამიანები, რომლებსაც ეს წერილები ეძღვნება, ისე წარედგინა მკითხველისთვის, მაგრამ მან სახელითა და გვარით წარდგენა არჩია და პორტრეტის ძირითადი შტრიხების მონიშვნა მკითხველს მიანდო. ეს მრავალმხრივი ისტორიების წიგნია, ლიტერატურის გარშემო თავშეყრილი ადამიანების შესახებ მრავალფეროვანი ესკიზებით" – ნატო ინგოროყვა.